16 მილიონი დოლარის ზარალი – უკრაინელებმა რუსული “ალიგატორი” ჩამოაგდეს
უკრაინელმა მედესანტეებმა ხარკოვის რეგიონში კიდევ ერთი რუსული ვერტმფრენი – კა-52 “ალიგატორი” ჩამოაგდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
“უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ძალების ჯარისკაცებმა ხარკოვის რეგიონში კიდევ ერთი რუსული ვერტმფრენი – Ka-52 გაანადგურეს. Ka-52-ის ღირებულება, დაახლოებით, 16 მილიონი დოლარია”, – ნათქვამია ანგარიშში.