ორფოლოს სასროლეთზე მე-12 ბატალიონის საბრძოლო სროლები გაიმართა

ორფოლოს სასროლეთზე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მეორე ასეულის ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნების კულმინაციური სწავლება ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლებისას ოცეულები თავდაცვით პოზიციაში იმყოფებოდნენ და პირობით მოწინააღმდეგეზე შეტევა განახორციელეს, რა დროსაც სხვადასხვა მანძილზე მათი განადგურება შეძლეს. გეგმიური წვრთნა 2 კვირის განმავლობაში ტაქტიკური სწავლებითა და საბრძოლო სროლებით მიმდინარეობდა.

ასეულის პირადმა შემადგენლობამ ქვედანაყოფის მართვის პროცედურების შესაბამისად თავდაცვითი ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლეს და საჭირო უნარ-ჩვევები დახვეწეს. სწავლება ოცეულის დონეზე ქვედანაყოფის ტაქტიკურ მომზადებასა და სინქრონიზებულ მოქმედებას ისახავდა მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები