„ცდილობდნენ, დავეშინებინე“ – რას ჰყვება ხერსონელი ჟურნალისტი, რომელმაც მძევლად 8 დღე გაატარა

რუსი სამხედროები გატაცებულ ადამიანებს ოკუპირებულ ხერსონის რაიონის პოლიციის განყოფილებებში უყრიან თავს, ხოლო მათ ადგილობრივი კოლაბორაციონისტები ემუქრებიან. ამის შესახებ ჟურნალისტი ოლეგ ბატურინი ჰყვება. მან მძევლად ოკუპანტებთან 8 დღე გაატარა.

„როდესაც ამიყვანეს, თავიდან ახალ კახოვკაში გამაჩერეს, შემდეგ ხერსონში გადამიყვანეს. უკვე გათავისუფლების შემდეგ გავიგე, რომ ხალხი პოლიციის განყოფილებებში ჰყავდათ დატყვევებული და ასეთ დაწესებულებების რიცხვი თანდათან მატულობდა“, – იხსენებს მამაკაცი.

ბატურინის აზრით, მას გაფრთხილების მიზნით აკავებდნენ.

„ისინი ცდილობდნენ, შევეშინებინე და ეჩვენებინათ, თუ რა შეიძლება დამმართნოდა შემდეგში, თუკი ჟურნალისტურ საქმიანობას თავს არ დავანებებდი. სადისტები, რომლებიც ჩემთან საუბრობდნენ, ადგილობრივი კოლაბორაციონისტები იყვნენ. ისინი შეშფოთებული იყვნენ ჩემი პუბლიკაციებით, მათ შორის, იმით, რაც მათ პერსონებს მივუძღვენი. ამბობდნენ, რომ მე ვეღარ შევძლებდი ჟურნალისტად მუშაობას და რომ ისინი სამაგიეროს გადამიხდიდნენ“, -ჰყვება ჟურნალისტი.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები ადგილობრივ მარგინალებს ეხმარებიან, რომლებიც არ მალავენ საკუთარ შეხედულებებს.

„მე მესაუბრა ვლადიმერ ლეონტიევი, რომელიც საკუთარ თავს ახალი კახოვკის „სამხედრო კომენდანტს“ უწოდებდა. მერე გამოჩნდნენ ახალი „ჩინოსნები“, მათ შორის, კახოვკის „მერი“ ფილიპჩუკი და სხვა კოლაბორაციონისტები. ეს ადამიანები არასდროს მალავდნენ თავიანთ შეხედულებებს, ისინი ყოველთვის აგრესიულად იცავდნენ საბჭოთა ძეგლებს“, – განმარტა ბატურინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები