სამხედრო ჰოსპიტალს ახალი დირექტორი ჰყავს (ვიდეო)

სამხედრო ჰოსპიტლის ახალი დირექტორი რევაზ კუჭუხიძე იქნება – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა მიაწოდა. უწყების ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვარლამ ავალიანმა გორში სამხედრო ჰოსპიტალი დაათვალიერეს და მედპერსონალს ახალი დირექტორი რევაზ კუჭუხიძე წარუდგინეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვარლამ ავალიანი გორის სამხედრო ჰოსპიტალს ეწვივნენ. მონიტორინგის ფარგლებში სტუმრებმა სამხედრო ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ. თანამშრომლებთან შეხვედრის დროს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა პირებმა სამხედრო ჰოსპიტლის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ჰოსპიტლის განვითარების პროცესის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. ახალი ეტაპის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ტრავმატოლოგიური განყოფილების განვითარება იქნება. მომავალში ასევე, ახალი აპარატურის შეძენა, მედპერსონალისთვის ხელფასების მატება, სამედიცინო ელექტრონული ანკეტის დანერგვა და ჰოსპიტლის რეკონსტრუქციაა დაგეგმილი.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=DwsWs0ihq5I&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები