გლდანის მესამე მიკროს N12-13-13ა კორპუსებთან, ავტოფარეხების ნაცვლად, სკვერი მოეწყობა

გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, მესამე მიკროს N12-13-13ა კორპუსების მოსახლეობას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ავტოფარეხების დემონტაჟსა და მის ადგილას რეკრეაციული სივრცის მოწყობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე ავტოფარეხის მეპატრონემ დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

,,მესამე მიკროს N12-13-13ა კორპუსების ირგვლივ დაახლოებით, 30 ავტოფარეხია აშენებული, რომელიც მთლიანად ითვისებს ეზოს და სკვერის მოწყობის საშუალებას არ გვაძლევს. მოსახლეობის მხრიდან გვქონდა არაერთი მომართვა რეკრეაციული სივრცის მოწყობის შესახებ, ავტოფარეხები კი ამის შესაძლებლობას არ იძლევა.

ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია როგორც მოსახლეობასთან ასევე, მეპატრონეებთან და დღეს უკვე დაიწყო რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი, რისთვისაც გვინდა მათ მადლობა გადავუხადოთ“, – განაცხადა ლევან ნაროუშვილმა. აღნიშნულ მისამართზე გლდანის რაიონის გამგეობის მიერ რეკრეაციული სივრცე და საპარკინგე ზონა მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები