შეიარაღებულ ძალებში რაგბის სამ სახეობაში შიდა ტურნირი ჩატარდა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რაგბის სამ სახეობაში შიდა ტურნირი ჩატარდა. შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა ბათუმში, ანგისას სტადიონზე ლელო ბურთში, შვიდკაცა და ქვიშის რაგბში იასპარეზეს.
შეიარაღებული ძალების რაგბის ჩემპიონატს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. მან სამხედროებს ტურნირში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
სამივე ტურნირში პირველი ადგილი III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა მოიპოვეს. მათ საპრიზო თასი და სიგელი გადაეცათ. თითოეული გუნდის წევრმა შესაბამისი საპრიზო მედალი და სიგელი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები