“მწვანე ლაშქრობა” აბიტურიენტებისთვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ესტუმრა

“მწვანე ლაშქრობა” აბიტურიენტებისთვის, ამჯერად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ესტუმრა.
სოფელ თამარიანის, ჭიაურის, ლელიანის, შრომის, ცოდნისკარისა და ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა დალაშქრეს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში “ხორნაბუჯის ციხე”, “არწივის ხეობა” და ელიას მთა, მოილოცეს წმინდა ელია თეზბიტელის ტაძარი.
ახალგაზრდებმა ერთმანეთს სამომავლო გეგმები გაუზიარეს. მოისმინეს ძეგლების შესახებ ისტორიული ფაქტები.
პროექტი მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მიზანი ახალგაზრდების შემეცნებით გასართობ ტურში ჩართვა, ერთი დღის საინტერესოდ შემეცნებითად და მეგობრულ გარემოში გატარებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები