ბიჭუნამ, რომელსაც შარშან მთელი უკრაინა ტყეში ეძებდა, ოკუპაციასაც გაუძლო
სამი წლის ბოგდან უნიჩენკო სოფელ რაგოვკადან გასულ წელს მთელ უკრაინაში გახდა ცნობილი. ზუსტად ერთი წლის წინ ის ტყეში დაიკარგა, სადაც მამასთან ერთად წავიდა. ორი წლის ბიჭს, თითქმის, 24 საათი ეძებდა 300-მე მეტი ადამიანი და იპოვეს სახლიდან 4 კილომეტრში. ახლა ბოგდანმა კიდევ ერთი სერიოზულ გამოცდას გაუძლო – ცხოვრებას ოკუპაციაში. ამის შესახებ სიუჟეტი მოამზადა ტელეარხმა ТСН.
სოფელი რაგოვკა, სადაც პატარა ბოგდანი მამასთან ერთად ცხოვრობს, კიევიდან 160 კილომეტრში და ბელარუსიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. ეს ერთ-ერთი პირველი სოფელია, სადაც ოკუპანტები შევიდნენ. ისინი იქ ერთი თვის განმავლობაში რჩებოდნენ.
ტერიტორიული დაცვისა და სამხედროების ძებნაში ოკუპანტები ადგილობრივების სახლებში იჭრებოდნენ. რამდენიმე სახლი გაძარცულია, ზოგიერთი ადგილობრივი აწამეს.
უნიჩენკოს ოჯახს დამალვა მეზობლის სარდაფში უწევდა.
„ბოგდანს ცოტა ეშინოდა. იმალებოდა და ტიროდა“, – ჰყვება ბიჭუნას მამა.
რუსი სამხედროები სოფლიდან სულ რაღაც ორი კვირის წინ გავიდნენ. მათ დანაღმეს ტყეს – ის ტყე, რომელშიც ერთი წლის წინ ბოგდანს ეძებდნენ. ოკუპანტებმა პატარა ბიჭუნას სახლსაც მოახვედრეს ჭურვი.
„ყველა მიმდებარე სოფელი ოკუპირებული იყო. ისროდნენ ყოველ 20-25 წუთში, ამიტომ ჩვენ გარეთ არ გავდიოდით“, – ამბობს ბიჭუნას მამა.