ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე პროცესი დღეს გაგრძელდება

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება. დღევანდელი პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას დაეთმობა. ამ დროისთვის დაცვის 5 მოწმეა დაკითხული. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მოწმეთა ჩვენებები საქმეს არ ეხება და სამართალს არ გამოადგება.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს „ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ხმაურიან სპეცოპერაციას, რომლის დროსაც განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს სამი ახალგაზრდა: მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე. ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებულები არიან დათა და ბაჩო ახალაიები, გიორგი მაზმიშვილი, ლევან და მეგის ქარდავები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები