ჟურნალისტებმა ოკუპანტების მიერ ნაწამები და ჭაში ჩაგდებული მამაკაცის ოჯახი იპოვეს
ამ კაცს გენადი მერშინსკი ერქვა და სოფელ მოტიჟინში ტერიტორიულ დაცვაში მსახურობდა. ამის შესახებ „Очі-ს“ ჟურნალისტებმა განაცხადეს.
მამაკაცის გერის, ვასილ ლასკის თქმით, მამაკაცი მოტიჟინში 22 მარტიდან იმყოფებოდა. 25 მარტს სოფელი ოკუპანტებმა დაიპყრეს, ისინი სახლებში შეიჭრნენ და დაიწყეს მათი ძარცვა და დაწვა.
„მას სცემეს ხელებითა და ფეხებით, დაუზიანეს შინაგანი ორგანოები, დაუმტვრიეს ნეკნები. ვეძებდით, როცა ჩვენებმა დაწერეს, რომ ხალხი დახვრეტილი იპოვეს. მასთან კავშირზე ვერ გავიდოდით. სოფელში მაშინ მივედი, როცა უკვე ჩვენმა ხალხმა ის გაათავისუფლა და ცხედრების მოძებნა შესაძლებელი გახდა. მამა სოციალური ქსელების საშუალებით ვიპოვეთ”- ამბობს ვასილი.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ სოფელში იყვნენ ადგილობრივები, რომლებიც ოკუპანტებს აჩვენებდნენ, თუ სად იყვნენ ტერიტორიული დაცვის წევრები, ამიტომ დედამისს მეზობლებისგან დამალვა მოუწია.