შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო (ვიდეო)

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი განყოფილების და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული, ბაქოში მცხოვრები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ელდანიზ მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით მარნეულში დააკავეს. სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 50,5781 გრ. ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 31,5607 გრ. ჰეროინს შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ნარკოტიკი აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. მათივე ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ელდანიზ მ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=e0baschZTXk&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები