ბაბუ, რომელმაც სახლი დაკარგა, შვილიშვილს აძინებს – ამაღელვებელი ისტორია უკრაინიდან

არც ისე დიდი ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა ამაღელვებელი ვიდეო: იძულებით გადაადგილებული ბაბუა, სევდიანი თვალებით, ამშვიდებს თავის პატარა შვილიშვილს და ხვდება, რომ ის სახლში აღარ არის. 84 წლის მამაკაცი და მისი ოჯახი ახლა ივანო-ფრანკოვსკში იმყოფებიან, დასაბრუნებელი არსად აქვთ, მაგრამ წასვლის გადაწყვეტილებას არავინ ნანობს.
ბაბუას ოჯახმა სახლი დაკარგა, ახლა ყველა ახალ ადგილას დაიწყებს ცხოვრებას… ცარიელი ფურცლიდან. ვიდეო, რომელშიც მოწყენილი მამაკაცი შვილიშვილს აძინებს, ზაპოროჟიეს დევნილთა ცენტრშია გადაღებული. ბაბუამ ოჯახი და პატარა შვილიშვილები მანქანით გამოიყვანა, ავტომობილს თვითონ მართავდა და მხოლოდ ნათესავების გადარჩენის გამო დათანხმდა ამას.

„ბავშვი ბავშვია. მას სჭირდება რწევა, რომ ბედნიერი და ჯანმრთელი იყოს. იმიტომ ვარწევ, რომ არასდროს ნახოს ის, რაც მე ვნახე”, – ამბობს მამაკაცი, რომელიც ბავშვის უსაფრთხო ძილზე ზრუნავდა.

ბაბუამ და მისმა ნათესავებმა დატოვეს სოფელი სტეპნოე, რომელიც ზაპოროჟიედან 50 კილომეტრში მდებარეობს. რუსი დამპყრობლები იქ გაზაფხულის პირველ დღეებში შევიდნენ. სოფელში ჯერ ჩეჩნები გამოჩნდნენ, მზვერავები იყვნენ. მტერმა იქ განათავსა ტექნიკა და დაიწყო სროლა უკრაინის დასახლებების მიმართულებით.

ბაბუამ ნათესავები სახლში მიიღო, რადგან ისინი სახიფათო გზატკეცილის გვერდით ცხოვრობდნენ. მალე მათი სახლი დაბომბეს. მთელი ოჯახი, დაახლოებით, ერთი თვე ცხოვრობდა ბომბების ქვეშ, ელექტროენერგიის და გაზის გარეშე. მათ საკვების ყველა მარაგი ამოწურეს, წამლები არ იყო, ხალხი ძლივს გადარჩა.

„ბავშვობაში ვაზნებით ვთამაშობდი და არ მინდა, ჩემს შვილიშვილებს იგივე ბავშვობა ჰქონდეთ“ – ამბობს ბაბუა.

2 აპრილს უკრაინელი სამხედროები სოფელში შევიდნენ. მათ მოსახლეობას ურჩიეს, რაც შეიძლება მალე წასულიყვნენ. ბაბუას სახლიდან გასვლა არ სურდა, მაგრამ ასეთი ნაბიჯის გადადგმა პატარა შვილიშვილების და სხვა ნათესავების გულისთვის მოუწია. 84 წლის მამაკაცი ოჯახში ერთადერთი მძღოლია, ამიტომ სწორედ ის დაჯდა საჭესთან და ყველა ივანო-ფრანკოვსკში წაიყვანა.

ბაბუამ ცხოვრებაში პირველად გადალახა ასეთი გზა მანქანით. მან ნავიგატორის გამოყენებაც კი ისწავლა.

„რა თქმა უნდა, ხელები ოდნავ დამეღალა. საკუთარი თავის გამო არ მეშინოდა. შვილებსა და შვილიშვილზე ვწუხდი. ამიტომ, რაც შეიძლეოდა მალე გავიქეცით”, – ამბობს მამაკაცი.

ახლა ოჯახმა უკვე იპოვა თავშესაფარი და დროებითი საცხოვრებელი ივანო-ფრანკოვსკის ერთ-ერთ ეკლესიაში. ბაბუამ, რომელიც, შვილიშვილისადმი გასაოცარი სიყვარულის წყალობით, სოციალური ქსელში პოპულარული გახდა, ახლა არ იცის, დაბრუნდებიან თუ არა მშობლიურ სოფელში. მათი სახლები აღარ არის, ნაღმები მთელ დასახლებაშია მიმოფანტული, მაგრამ ოჯახი უკრაინის დატოვებას არ გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები