პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთის მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)

 

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორი –1960 წელს დაბადებული, ჩინეთის მოქალაქე მეიჰუა ხუ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს. სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა. სამართალდამცველებმა სასტუმროში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაჰკითხეს. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=HlF_sWsu7Q8&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები