გახსოვთ გოგონა, რომლის ზურგზეც დედამ სახელი და ტელეფონის ნომერი დაწერა? – ის გადარჩა
უკრაინაში ომის ამსახველი ფოტო ძალიან ბევრია. ისინი ადამიანების გონებაში ძალიან დიდი ხანი დარჩება. ერთ-ერთი ასეთია პატარა გოგონას ფოტო, რომელსაც ზურგზე კალმით აქვს დაწერილი მისი სახელი, დაბადების თარიღი და მშობლების ტელეფონის ნომერი: ვერა მაკოვა, ორი წლის. გოგონას დედას ძალიან ეშინოდა დაღუპვის ან შვილის დაკარგვის ომის პირველ დღეებში.
BBC-იმ გოგონას დედა, საშა მაკოვა, ქალიშვილთან ერთად საფრანგეთში იპოვა. 33 წლის ქალი ჰყვება, თუ რა გადახდა თავს. ეს ფოტო მან სოციალურ ქსელში მას შემდეგ გაავრცელა, რაც საფრანგეთში ჩავიდა.
მაკოვას თქმით, ახლა ის ფსიქოლოგიურად არის განადგურებული და ჯერაც ვერ მოსულა გონს ხანგრძლივი გზის შემდეგ, მოლდოვისა და რუმინეთის გავლით. თუმცა, ოჯახი ახლა სიყვარულისა და ზრუნვის ქვეშაა.
„ვერას ყველაფერი კარგად აქვს. ის ძალიან პატარაა, რომ ახსოვდეს, თუ რა ხდებოდა. რაღაცას გრძნობს, მაგრამ ეს არ ესმის. მე ძალიან მიხარია, რომ მას ასეთი ასაკი აქვს. ძალიან მიხარია“, – ამბობს საშა.