მსოფლიოს სახიფათო ადგილები Google Street View-ის რეიტინგში
სერვისი Google Street View გვეხმარება, გავისეირნოთ არა მხოლოდ მსოფლიოს ღირსშესანიშნავ ქალაქებში და დავათვალიეროთ ცნობილი ქუჩები, არამედ გავემგზავროთ ისეთ ადგილებში, სადაც ტურისტებს და ზოგადად, ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს ნაკლები სტუმართმოყვარეობით ექცევიან. არსებობს სპეციალური რეიტინგი მსოფლიოში – 6 ყველაზე საშიში ადგილის სია, რომელსაც Google Street View-ის ფოტოები უდევს საფუძვლად.
Bogbain Road, გლაზგო, შოტლანდია
შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში, Bogbain Road ქუჩას უკეთესი დროც უნახავს. ახლა ეს ადგილი თანდათან ცარიელდება – რამდენიმე ათწლეულის წინ აგებული შენობები ინგრევა, სავალი გზა დიდი ხანია, არ განახლებულა, ახალგაზრდები გაცილებით მყუდრო ადგილებში გადადიან საცხოვრებლად, ხოლო ერთადერთი ახალი მაცხოვრებლები მიგრანტები არიან, „მესამე მსოფლიოს” ქვეყნებიდან.
Liberty City, მაიამი, ამერიკის შეერთებული შტატები
Liberty City მაიამის მზიანი ქალაქია, რომელსაც ყველზე იშვიათად ეწვევა ტურისტი და ზოგადად, ნებისმიერი სტუმარი სხვა ქვეყნიდან. იქ მოხვედრილი უცხოელი, სავარაუდოდ, გამოემშვიდობება ფულს, საფულეს და თუ არ გაუმართლებს, სიცოცხლესაც. ასე რომ, ამ ქალაქის თვალიერება ისევ Google Streer View-ის სერვისის საშუალებით სჯობს.
Tepito, მეხიკო, მექსიკა
Tepito-ს რაიონი მეხიკოში, ზემოთ ხსენებული ქალაქებისგან განსხვავებით, არასდროს ყოფილა აყვავებული. ასწლეულების მანძილზე Tepito ქუჩური დანაშაულის და ნარკოვაჭრობის ცენტრად ითვლებოდა.
Trafalgar Street, ბერნლი, დიდი ბრიტანეთი
ქალაქი ბერნლი ოდესღაც ლანკაშირის საგრაფოს აქტიური ვაჭრობის ცენტრი იყო, მაგრამ ახლა მისი დიდებისგან საერთოდ არაფერი დარჩა – ქალაქი სავსეა უმუშევარი ხალხით და ემიგრანტებით ღარიბი ქვეყნებიდან. ყველაზე სახიფათოდ კი Trafalgar Street-ის რაიონი ითვლება.
Skid Row, ლოს-ანჯელესი, ამერიკის შეერთებული შტატები
Skid Row-ის რაიონი ლოს-ანჯელესში – ეს ამერიკელი უსახლკაროების დედაქალაქია. სტატისტიკის მიხედვით, აქ სამიდან ექვსი ათასამდე ადამიანი ბინადრობს, რომელთაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნიათ.
Mean street, ბანგკოკი, ტაილანდი
თუ გავითვალისწინებთ ამ ქუჩის განლაგებას, მას თან გაუმართლა, თან არა. ერთი მხრივ, ის ახლოს არის ტაილანდის დედაქალაქის ტურისტულ ნაწილთან, მეორე მხრივ კი, იქ უცხოელები არ მიდიან. ამ ადგილას, ტაილანდში, დანაშაულებრივმა ჯგუფებმა დაიმკვიდრეს თავი.