თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგენილია
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეფერხების მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზი იყო, რისთვისაც საჭირო გახდა მისი დამხმარე მატარებლით ჩიხში გადაყვანა. შემადგენლობები მოძრაობდნენ ზონალურად, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სადგურის მოედნის“ მიმართულებით.
ამჟამად, თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.