კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 58 გამოვლინდა, აჭარაში – 2, იმერეთში – 12
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 107 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 58 შემთხვევა, აჭარა – 2, იმერეთი – 12, ქვემო ქართლი -5, შიდა ქართლი – 4, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 7, კახეთი – 6, მცხეთა-მთიანეთი -1, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 059 საიდანაც, 412 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 233, აჭარაში – 26, იმერეთში – 79.
ამასთან, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 102 პირი, მათ შორის, თბილისში – 63, აჭარაში – 17, იმერეთში – 8. ხოლო, 2 647 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 651 577 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 1 631 715, გარდაიცვალა 16 777 პაციენტი.