ლიბერთის მომხმარებელ ფერმერებს ფინანსურ და სადაზღვევო პროდუქტებზე წვდომა უმარტივდებათ
მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს. ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ბანკის მომხმარებელი ფერმერები, ბანკში მხოლოდ ერთი ვიზიტით – „ერთი ფანჯრის” პრინციპით, შეიძინენ როგორც ლიბერთის, ასევე „ნიუ ვიჟენ დაზღვევის” სასურველ მომსახურებას.
დღეიდან აგროდაზღვევის შეძენა, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე, ლიბერთის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.
,,ნიუ ვიჟენ დაზღვევა მესამე წელია, რაც ოპერირებს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ჩართულია აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში. აგროდაზღვევა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია. წინა წელს ჩვენ შევძელით მოგვეცვა ბაზრის 35%. წელს დიდი გეგმები გვაქვს.
აქცენტს ვაკეთებთ ხარისხსა და მომსახურებაზე, ვაფართოებთ სააგენტო ქსელს, მაქსიმალურად ვხვეწთ პროდუქტის მარტივად შეძენის შესაძლებლობას, მომხმარებელს საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია ჩვენი სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობა. უკვე მეორე წელია ვთანამშრომლობთ ლიბერთისთან. ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში ფერმერები, რომლებიც შეიძენენ ნიუ ვიჟენის აგროდაზღვევას, შეძლებენ ისარგებლონ ლიბერთი ბანკის უპროცენტო განვადებით, პროცენტის დაფარვის ვალდებულებას სადაზღვევო კომპანია აიღებს საკუთარ თავზე.
ამასთან ერთად, მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს ნიუ ვიჟენის აგროდაზღვევა ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. ” – გიორგი ბარკალაია, ნიუ ვიჟენ დაზღვევის გენერალური დირექტორი. „ლიბერთი აგრძელებს ნიუ ვიჟენ დაზღვევასთან თანამშრომლობას.
პარტნიორობა წელსაც აგროდაზღვევის მიმართულებით გაგრძელდება. ჩვენს მომხმარებელ ფერმერებს საშუალება ეძლევათ საკუთარი მოსავალი სტიქიური მოვლენებისგან დააზღვიონ და თავისი შემოსავლები შესაძლო რისკებისგან მაქსიმალურად დაიცვან. ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია აგრო მიმართულებით ახალი, მარტივი სერვისების განვითარება.
ასევე, აქტუალურია ზოგადად აგროდაზღვევის შესახებ როგორც ცნობადობის, ასევე ხელმისაწვდომის გაზრდა. ერთობლივი პროექტი საშუალებას იძლევა, დავზოგოთ თითოეული ფერმერის ძვირფასი დრო და ბანკში ერთი ვიზიტის ფარგლებში მოვემსახუროთ როგორც საბანკო, ასევე სადაზღვევო სერვისების მისაღებად მთელი ქვეყნის მასშტაბით.” – ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი. სს ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.