ფულად გზავნილებზე ლიბერთის საგაზაფხულო აქცია დაიწყო | თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქრის დროა
“თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქრის დროა” – ლიბერთი მომხმარებლებისთვის საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ, საგაზაფხულო კამპანიას იწყებს.
კამპანიის ფარგლებში, ყოველი მე-5 მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში ლიბერთის ნებისმიერი არხით მიიღებს მინიმუმ 200 ლარის (ეკვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში) ოდენობის საერთაშორისო ფულად გზავნილს, დასაჩუქრდება ბრენდირებული, ორიგინალური მაჯის საათით.
საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქციაში ჩართვა ნებისმიერი მომხმარებლისთვის მარტივია და ამისათვის საკმარისია აქციის პერიოდში გზავნილის მიღება ლიბერთი ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში, ან დისტანციური არხების – ინტერნეტ/მობაილ ბანკის და ლიბერთის ბანკომატების საშუალებით.
ნებისმიერი საერთაშორისო გზავნილის განაღდებისას, მომხმარებლები ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებში, ინტერნეტ/მობაილ ბანკში და ბანკომატებში ისარგებლებენ ვალუტის კონვერტაციის სპეციალური, ყველაზე მომგებიანი კურსით.
კამპანიის პერიოდში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ჯერ არ სარგებლობს ლიბერთის უნივერსალური ანგარიშით და შეასრულებს საერთაშორისო ფულადი გზავნილის ოპერაციას, ახალი ანგარიშის გახსნისას საჩუქრად მიიღებს ლიბერთის სტანდარტულ სატარიფო პაკეტს და უფასოდ ისარგებლებს 6 თვის განმავლობაში. კამპანიის გამარჯვებულები ავტომატურად გამოვლინდებიან და პრიზის მიღებას მათთვის სასურველ ფილიალში შეძლებენ.
„საერთაშორისო ფულადი გზავნილები ლიბერთის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა და ვცდილობთ მუდმივად წავახალისოთ ჩვენი მომხმარებელი. ლიბერთიში ფულადი გზავნილების სერვისით სარგებლობა კონკურენტუნარიანია არამხოლოდ აქციის ფარგლებში – ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი ქსელი და ხელმისაწვდომი ვართ საქართველოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი გზავნილის მიღება და გაგზავნა შესაძლებელია დისტანციური არხების საშუალებით ბანკში ვიზიტის გარეშეც.
ჩვენი მომხმარებელი გზავნილის მიღებისას ან გაგზავნისას მუდმივად სარგებლობს ვალუტის გაცვლის სპეციალური კურსით. ვფიქრობთ, ეს კამპანიაც დამატებითი სტიმული იქნება, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა თანამედროვე სერვისებისგან მაქსიმალური სარგებელი და კომფორტული გამოცდილება მიიღონ” – ვაჟა მენაბდე, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
აქცია დაიწყო 6 აპრილს და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით. ბანკის სერვისებისა და კამპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ლიბერთის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.libertybank.ge