სტოლტენბერგი – საქართველოზე: ველოდები, რომ გადავწყვეტთ, მეტი გავაკეთოთ ნატო-ს სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც დაუცველები არიან რუსეთის საფრთხეებისა და ჩარევის მიმართ
ველოდები, რომ გადავწყვეტთ, მეტი გავაკეთოთ ნატო-ს სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც დაუცველები არიან რუსეთის საფრთხეებისა და ჩარევის მიმართ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე საუბრისას განაცხადა.
“ველოდები, რომ გადავწყვეტთ, მეტი გავაკეთოთ ნატო-ს სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც დაუცველები არიან რუსეთის საფრთხეებისა და ჩარევის მიმართ. მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია ჰერცოგოვინისთვის. ხვალ შემოგვიერთდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც. ის ისაუბრებს უკრაინაში მიმდინარე ბოლო მოვლენებსა და მოსკოვთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ხვალინდელ მინისტერიალს ფინეთის, შვედეთის, საქართველოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებიც დაესწრებიან”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, ნატო-ს მინისტერიალი ხვალ გაიხსნება.