კელი დეგნანი ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორს შეხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას ეწვია და რექტორს, ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძეს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აშშ ეროვნული თავდაცვის აკადემიას მხარდაჭერას სთავაზობს მომავალი ოფიცრების განათლებასა და მომზადებაში.
„ეროვნული თავდაცვის აკადემია საქართველოს თავდაცვის ძალების ოფიცერთა კორპუსის საფუძველს წარმოადგენს. შეერთებული შტატები სიამაყით სთავაზობს მათ მხარდაჭერას მომავალ ოფიცერთა განათლებისა და მომზადებისთვის“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.