როგორი ეპიდვითარებაა თბილისსა და რეგიონებში – 4 აპრილის კოვიდსტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 208 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 106 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 16, ქვემო ქართლი – 16, შიდა ქართლი – 4, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 19, კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 003 საიდანაც, 491 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 261, აჭარაში – 30, იმერეთში – 92.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 127 პირი, მათ შორის, თბილისში – 78, აჭარაში – 17, იმერეთში – 14. ხოლო 3 512 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 649 430 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 628 643, გარდაიცვალა 16 758 პაციენტი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge