გიგი უგულავამ სასამართლო პროცესზე პროკურორს უზრდელი უწოდა

გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესზე ყოფილ მერსა და პროკურორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გიგი უგულავამ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენების ფაქტზე პოლიტიკურ განცხადება გააკეთა. უგულავას განცხადების პარალელურად, პროკურორი მალხაზ კაპანაძე ცდილობდა, მოსამართლეს მისთვის საუბარი შეეწყვეტინებინა, რადგან ბრალდებულის განცხადება საქმის მასალებს არ ეხებოდა. განცხადების დასრულების შემდეგ უგულავამ მალხაზ კაპანაძეს უზრდელი უწოდა.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განმარტა, რომ სასამართლო პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას არ ითვალისწინებს, თუმცა გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, პერიოდულად მას მიეცემა ამის საშუალება საქმესთან დაკავშირებით.
“ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ხელისუფლების დარტყმის ობიექტი “რუსთავი 2” იქნება. უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენები მაფიქრებინებს, რომ ის სამართლებრივი პასკვილი, რომელსაც ესენი აცხობენ, არ არის უკანასკნელი და ემსახურება სულ სხვა რამეს. არსებული ეკონომიკური კრიზისის, უმუშევრობის ფონზე დარტყმის ობიექტი იქნება “რუსთავი 2″, რაც გამოიწვევს ხალხის მღელვარებას და ხელისუფლებას სურს, ამ ფონზე მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლაში ხელი შეუშალოს. რაც ყველაზე მთავარია, არც მე, არც მიხეილ სააკაშვილს, არც ჩვენს მეგობრებს არ გვეშინია ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ამ ქმედებების, რადგან მსგავსი ხრიკებით ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ. პროტესტი ახალ ლიდერებს შობს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები