ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე რამდენიმე პირი პასუხისგებაში მისცეს

ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პასუხისგებაში მისცეს შპს “გეო ექსპორტი”-ს, შპს “კავკასია საქართველო”-ს და შპს ATM BATUMI-ს დირექტორები.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ზემოთ ხსენებული საწორმოების ხელმძღვანელებმა და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებისაგან გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, თურქეთის რესპუბლიკაში შეაგროვეს საქართველოში იმპორტისათვის განკუთვნილი ტვირთი, რომელსაც ყალბი ინვოისის საფუძველზე შეუმცირეს თვითღირებულება და საქართველოში იმპორტირებისას მოახდინეს მისი განბაჟება თავიანთ საწარმოზე.
აღნიშნულის შემდეგ კი ყალბი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მოახდინეს რეალურ მეპატრონეზე გადაწერა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები