„ჯიუტი დაპირისპირება ომთან და სიკვდილთან“ – ვერა ბლანშის მიერ გადაღებული უკრაინა

უკრაინაში ომის დროს გადაღებული კადრები ისტორიას დარჩება. შესაძლოა ისინი სკოლის სახელმძღვანელოებში არ მოხვდნენ, თუმცა, ბევრ თაობას ემახსოვრება. ომი მილიონობით ადამიანის ყოველდღიურობად იქცა. ისინი ერთმანეთს საკუთარი სიცოცხლის ფასად ეხმარებიან და იბრძვიან ერთისთვის – თავისუფლებისთვის. დღეს პროფესიონალი ფოტოგრაფების იარაღი ფოტოაპარატია, როგორც ჯარისკაცისთვის თოფი. ასევეა ვერა ბლანში – ის უკრაინის შეაიარაღებული ძალების აკრედიტებული ფოტოგრაფია და მის ნამუშევრებს უკრაინელი კრიტიკოსი, თანამედროვე ხელოვნების კურატორი და ისტორიკოსი, კონსტანტინ დოროშენკო წარმოგვიდგენს.

„კიევი ომის დროს, მისი თავშესაფრებით და დაცარიელებული ქუჩებით; გზებით, რომლებსაც ლტოლვილები გადიან; თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინული მიწები.

ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობისას, პოლონეთის საზღვრისკენ და უკან, წინა ხაზზე, რკინიგზასთან, ავტომობილებთან, ავტობუსებთან, ის კამერის თვალით ცდილობს, შეისრუტოს ადამიანების დარდი, ტკივილი. ეფექტური, მაღალი, ქერათმიანი ქალი შავ სამხედრო ტანსაცმელშიც ინდივიდუალურად და თავისუფლად გამოიყურება.

„ბლანშის ფოტოები არის ჯიუტი დაპირისპირება ომთან და სიკვდილთან“, – ამბობს დოროშენკო.


უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები