რკინიგზის სადგური და ჯონ ლენონის „Imagine“ – ფორტეპიანო გამზავრების მოლოდინში მყოფი ადამიანების გასამხნევებლად
დასავლეთ უკრაინის ქალაქების რკინიგზის სადგურები სავსეა ადამიანებით, შიშით, ცრემლებით, სასოწარკვეთილებით. მათ გვერდით არის მუსიკა, ცოტაოდენი ღიმილი და ერთმანეთის სიყვარული. ფოტოები რკინიგზის სადგურებიდან კატია მოსკალიუკმა გამოაქვეყნა.
ფორტეპიანო სადგურზე…
დისპეტჩერი აცხადებს, რომელი ბაქნიდან გადის მორიგი მატარებელი პოლონეთის მიმართულებით. ადამიანების უზარმაზარი რიგი გაწელილია მთელ მოედანზე.
ჩანთებიდან შეშინებული შინაური ცხოველები იხედებიან, პატარა ბავშვები საყვარელ სათამაშოებს იხუტებენ, ხოლო მოხუცი ქალბატონი ფურცელსა და კალამს ითხოვს, რომ მობილური ტელეფონიდან, რომელიც სადაცაა დაჯდება, ქალიშვილის ნომერი ამოწეროს.
უეცრად კი ფორტეპიანოს ხმა ისმის, ჯონ ლენონის სიმღერა – „Imagine“…
ოლია ბავშვებს უკრაინულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, ხოლო მუსიკა – მისი ჰობია. მან მეგობრებთან მოილაპარაკა და ისინი რიგრიგობით მოდიან სადგურზე, რათა ხალხს მხარი დაუჭირონ და ოდნავ მაინც გადაიტანონ მათი ყურადღება რაიმე სასიამოვნოზე.
ფორტეპიანოს ირგვლივ ხშირად იკრიბებიან ბავშვები, ხოლო მათი მშობლები ოლიას და მის მეგრობრებს საყვარელი სიმღერების შესრულებას სთხოვენ.
„Imagine all the people livin’ life in peace“ …