რუსი ოლიგარქები, ჩამორთმევის შიშით, უცხოეთის პორტებში მხოლოდ თავიანთ იახტებს როდი მალავენ. ამბობენ, რომ ისინი ცდილობენ, ევროპის სხვადასხვა გალერეას ძვირად ღირებული კოლექციები მიჰყიდონ.
საუბარია ასობით მილიონი დოლარის „გადარჩენის“ მცდელობაზე. ამის შესახებ გამოცემა Page Six-ს წყარო უწყვება.
„დაახლოებით, ექვსი რუსი ოლიგარქი ცდილობს, ჩუმად გაყიდოს: პიკასოს, უორჰოლის, მოდილიანის, კანდინსკის, დემიენ ჰირსტისა და ბასკიას 30-დან 100 მილიონ დოლარამდე ღირებულების ნამუშევრები“, – ამბობს წყარო.
„მათ სურთ, სწრაფად გაანაღდონ ფული, რადგან ეშინიათ, რომ კოლექციებს ჩამოართმევენ”, – დასძენს წყარო.
ის, ასევე, აღნიშნავს, რომ გალერეები, სიფრთხილის გამო, არ ჩქარობენ მდიდარი რუსების საჭიროებების დაკმაყოფილებას, რადგან თითოეული მათგანი შესაძლოა, რამდენიმე კვირაში მოხვდეს სანქციების სიაში.
„ამ საქმეს ხელს არ მოჰკიდებს არავინ, არცერთი გადამზიდი კომპანია, არც იურისტი, რომ ხელშეკრულება გააფორმოს. ერთადერთი გამოსავალია, სადმე სოფელში გადამალონ ეს ნამუშევრები, სულ ესაა“, – აცხადებს წყარ.