რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძარი – ეკლესია, სადაც პუტინისა და შოიგუს ფრესკა იყო განთავსებული

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძარი არის რუსეთის სულიერი სიმბოლო, რომელიც განადიდებს სიცოცხლის უდიდეს გამარჯვებას სიკვდილზე.

საკათედრო ტაძარი მდებარეობს მოსკოვში, ოდინცოვოს რაიონში, პატრიოტთა პარკის ტერიტორიაზე. ის
დიდი გამარჯვებიდან ზუსტად 75 წლის შემდეგ აშენდა.

პირველად ტაძარი მინისა და ლითონისგან ააგეს. მისი გუმბათი დაპროექტებულია წმ. ნეტარი პრინცი ალექსანდრე ნევსკის ჩაფხუტის მიხედვით. ზედ გამოსახულია მთავარანგელოზი მიქაელი.

აღნიშნულ ტაძარში არსებობდა ფრესკა, რომელზეც იყვნენ გამოსახული რუსეთის პრეზიდენტი – ვლადიმერ პუტინი, თავდაცვის მინისტრი – სერგეი შოიგუ და რიგი სხვა მოქმედი პოლიტიკოსები რუსეთიდან. ამბობენ, რომ როდესაც „თავმდაბალმა“ ვლადიმერ პუტინმა აღნიშნული ფრესკის არსებობის შესახებ გაიგო, თქვა, რომ მას ჯერ ეს არ დაუმსახურებია. 

მაშინ ეპისკოპოსმა სტეფანმა განაცხადა, რომ ფრესკის დემონტაჟის საკითხს ტაძრის შემოქმედებითი გუნდი გადაწყვეტდა, თუმცა, აღნიშნა, რომ სამხატვრო საბჭო პრეზიდენტს დაუჯერებდა.

ასეც მოხდა. 2020 წლის პირველ მაისს ტაძრიდან ფრესკის დემონტაჟი განხორციელდა.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძრის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება 2018 წლის 4 სექტემბერს მიიღეს.  2018 წლის 19 სექტემბერს საძირკვლის ჩაყრას ესწრებოდნენ: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი.

2019 წლის 7 მარტს ვორონეჟის ლითონის ქარხანაში პირველი ზარი დაამზადეს. ყველაზე დიდი ზარი იწონიდა 4 ტონას, ყველაზე პატარა კი – 8 კილოგრამს. სულ 18 ზარი დამზადდა.

2019 წლის 28 აპრილს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილმა აკურთხა მაცხოვრის მთავარი ხატი. ის ვლადიმერ პუტინის პირადი ხარჯებით შეიქმნა.

ტაძრის მშენებლობა, სიმბოლურად,  2020 წლის 9 მაისს დასრულდა.

ტაძარს თითქმის მთლიანად გარს აკრავს მულტიმედიური მემორიალური კომპლექსი „ხსოვნის გზა“, რომლის სიგრძე 1,5 კილომეტრია. იქ შეკრებილია მრავალი სამუზეუმო ექსპონატი მსოფლიო ომის დროიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები