TIME-ის გარეკანის გმირებმა ერთმანეთი იპოვეს: იულია პავლიუკი ეწვია ჯარისკაცის ოჯახს, რომელიც მას ირპინიდან ევაკუაციისას დაეხმარა

TIME-ის გარეკანის გმირებმა ერთმანეთი იპოვეს: იულია პავლიუკი ეწვია უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცის ოჯახს, რომელიც დაეხმარა მას ირპენიდან ევაკუაციის დროს.

მსოფლიოში ცნობილი ჟურნალის, TIME-ის აპრილის ნომრის (ჯერ არ გამოსულა) გარეკანების გმირებმა ერთმანეთი იპოვეს. ირპენის მკვიდრი, იულია პავლიუკი გამოსახულია გარეკანზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცის გვერდით, რომელსაც ხელში მისი პატარა ქალიშვილი – ემა უჭირავს. ახლა იულია ქალიშვილთან და მეუღლესთან ერთად უსაფრთხოდ არიან როვენსკის რეგიონში.  აღმოჩნდა, რომ სამხედრო, რომელიც მათ ასე ეხმარებოდა, იმავე რეგიონიდან არის წარმოშობით. საინფორმაციო სააგენტო TSN-მა მოაწყო პავლიუკის ოჯახის შეხვედრა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოფიცრის, ვლადის ოჯახთან.

TSN-მა უკვე გადაიღო სიუჟეტი იულიასა და ემას გადარჩენის შესახებ. ამის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების 19 წლის სამხედრო ოფიცერი თავად გამოეხმაურა იულიას.

„ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა გავიგე, რომ ცოცხალი იყო და თავს კარგად გრძნობდა,“ – ამბობს იულია.

„ძალიან მიხარია, რომ ემა და მისი ოჯახი უსაფრთხო ადგილას არიან. მინდა, მშვიდი ცა ვუსურვო როგორც მათ, ასევე ყველა უკრაინელს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძლიერი ერი ვართ, სიმართლე ჩვენს მხარეს დგას და ჩვენ გავიმარჯვებთ.  დიდება უკრაინას!,“ – აღნიშნავს ვლადი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები