რატი იონათამიშვილი: ის, რომ არ შეიძლება ადამიანების ეთნიკური ნიშნით არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა, ამის მოწოდება იყო როგორც ირაკლი კობახიძის, ასევე, ოლაფ შოლცის მხრიდან გაკეთებული

ის, რომ არ შეიძლება ადამიანების ეთნიკური ნიშნით არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა, ამის მოწოდება იყო როგორც ირაკლი კობახიძის, ასევე, ოლაფ შოლცის მხრიდან გაკეთებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„კობახიძის განცხადება რომ მიუღებელია რადიკალური ოპოზიციისთვის და მისაღებია შოლცის განცხადება, ეს ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტებია ამ ადამიანებისთვის მისაღები, არამედ ის, რომ ზუსტად ისინი არიან ომის პარტია და მეხუთე კოლონა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები