სარფში მოქალაქე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს

სარფში, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე რაფიკ ა. დააკავეს. დაკავებული სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას უკანონოდ ცდილობდა. კანონდარღვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოდან (ბათუმი), მიღებული ზეპირი შეტყობინების საფუძველზე, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებმა დააფიქსირეს და ჩატარებული ღონისძიებების შედეგად პირი დააკავეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები