„ბავშვთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ – მოუყევით მსოფლიოს რუსეთის მიერ მოკლულ პატარა უკრაინელებზე
უკრაინელი ტელეწამყვანი მაშა ეფროსინინა, მომღერლები: სვიატოსლავ ვაკარჩუკი, დიმიტრი მონატიკი, ოლია პოლიაკოვა, ნადია დოროფეევა და ალინა პაში, ასევე, მოდელი დაშა ასტაფიევა, მოკრივე და კიევის მერი ვლადიმერ კლიჩკო და სხვა ვარსკვლავები გაერთიანდნენ, რათა მსოფლიო მოუყვნენ რუსეთის მიერ უკრაინაში ბავშვების მკვლელობაზე.
კამპანიის #Kidslivesmatter („ბავშვთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“) ფარგლებში, მონაწილეები ჩაწერენ ვიდეოს, სადაც ინგლისურად საუბრობენ იმ საშინელებაზე, რომელიც ახლა ყოველდღე ემართებათ პატარა უკრაინელებს. ისინი ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ მათ, ვინც უკვე ასზე მეტი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.
„რაზე ვფიქრობ, როცა ყველა დაღუპულ მოქალაქეს ვგლოვობ? იმაზე, რომ მსოფლიო მალე შეეგუება ჩემს ქვეყანაში ამ საშინელ ტრაგედიას – ხალხი დაუბრუნდება თავის რუტინას და არსებული ვითარება უკრაინაში, რომელიც ახლა სიცოცხლეს წირავს ევროპისთვის, გახდება, უბრალოდ, ნაცნობი ამბავი ყველასთვის ევროპასა და ამერიკაში… ასე რომ, ადამიანებმა მთელი მსოფლიოდან ყოველ ჯერზე, როცა დილით ყავას დალევთ, დაიმახსოვრეთ ეს სახეები… დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ზეწოლა მოახდინოთ თქვენს მთავრობაზე, რათა შეაჩერონ ჩემი ქვეყნის სიკვდილი! თქვენ შეგიძლიათ გადაგვარჩინოთ ჩვენ!”, – ამბობს ეფროსინინა.
ტელევარსკვლავი რამდენიმე გარდაცვლილი ბავშვის ისტორიას ჰყვება, მათ სახელებსა და ასაკს ასახელებს.