„ერთმორწმუნე რუსეთის“ მიერ უკრაინაში დანგრეული ტაძრები

უკრაინის ქალაქებში: კიევში, დონეცკში, ჟიტომირში, ლუგანსკში, ხარკოვსა და ჩერნიჰივში რუსეთის თავდასხმის შედეგად 28 რელიგიური დანიშნულების შენობა განადგურდა.

ამ მონაცემებს უკრაინის ეთნოპოლიტიკისა და სიტყვის თავისუფლების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, დანგრეული ნაგებობებიდან უმეტესობა მართლმადიდებლური ეკლესიაა. მათ შორის არის წმინდა თამარ მეფის ეკლესია, რომელიც ოკუპანტებმა 12 მარტს დაანგრიეს.  ის ხარკოვში 2012 წელს აიგო.

გარდა ამისა, ოკუპანტებმა ნაწილობრივ დაანგრიეს ქრისტეს შობის ტაძარი სევეროდონეცკში.

9 მარტს ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა უკრაინის გაერთიანებული ებრაული თემის სინაგოგის ფანჯრები. სინაგოგა 1913 წელს აშენდა და იმ დროისთვის ერთ-ერთი უდიდესი იყო ევროპაში.

8 მარტს ზაპოროჟიეს ოლქში, პოლოგოვსკის რაიონში დაბომბვის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა წმინდა ტიხონის სახელობის ეკლესია.

7 მარტს კიევის ოლქის ბროვარსკის რაიონის სოფელ ზავორიჩში დაბომბვის შედეგად დაიწვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბორისპოლის ეპარქიის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც 1873 წელს აშენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები