რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი, პირდაპირ ეთერში, უკრაინაში ომის შეწყვეტის მოთხოვნით გამოვიდა.
იგი, ბანერი წარწერით – “არა ომს, შეაჩერეთ ომი” პირდაპირ ეთერში გამოჩნდა.
“არ დაიჯეროთ ეს პროპაგანდა, თქვენ აქ გატყუებენ!” – წერია ბანერზე.
როგორც ირკვევა აქტივისტი აღნიშნული არხის თანამშრომელი, მარინა ოვსიანიკოვაა.
ჟურნალისტ ალექსეი ვენედიქტოვის ცნობით ის პოლიციამ უკვე დააკავა.