მუხიანის აგარაკებზე გლდანის რაიონის გამგეობის მიერ საგზაო სამუშაოები გრძელდება
მუხიანი 2-ში, (მუხიანის აგარაკებზე) გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, დასრულდა საზანო – ჟვანიას ქუჩის დამაკავშირებელი მონაკვეთის რეაბილიტაცია.
აღნიშნულ ქუჩაზე აქამდე გრუნტის გზა იყო. ახლა კი მოეწყო სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი და 1 565 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 140 019 ლარი დაიხარჯა. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.
გარდა ამისა, მუხიანის აგარაკებზე არაერთი ქუჩა მოწესრიგდა და სამუშაოები რამდენიმე ქუჩაზე პარალელურ რეჟიმში ახლაც მიმდინარეობს. კაპიტალურად წესრიგდება იაკობის, გრემის ქუჩები. უახლოეს მომავალში კი დაიწყება გამარჯვების ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები.