ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ სერგი საცერაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საცერაძის ადვოკატი მისთვის 5 000 – ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საზარელი შემთხვევა 25 ივლისს, ზესტაფონში მოხდა. არსებული ინფორმაციით, სერგი საცერაძემ ყოფილ ცოლს, სალომე ჯორბენაძეს ხუთი ტყვია ესროლა. მკვლელობის მიზეზად, ეჭვიანობა დასახელდა. საცერაძეს ცოლი დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გაშორდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები