„გპირდებით, მატარებლებით უფრო ხშირად ვივლით, როდესაც გავიმარჯვებთ“- უკრაინელების მადლობა რკინიგზის თანამშრომლებს 

უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში, უკრაინის მატარებლები 2 მილიონზე მეტი უკრაინელისთვის სამაშველო რგოლი გახდა.

„ჩვენო მემანქანეებო, თქვენ თანამედროვე სუპერგმირები ხართ!

თქვენ ისინი ხართ, ვინც ღიმილით გვხვდება სადგომზე და ხელს გვაწვდის ვაგონში შესასვლელად. საკუთარ სიცოცხლის რისკავთ. თქვენ ადგენთ გრაფიკებს და დამატებით რეისებს უშვებთ, რათა მოახდინოთ ხალხის ევაკუაცია კიევიდან, ხარკოვიდან, დნეპრიდან, ზაპორიჟიადან, ოდესიდან. თქვენ საკუთარ სიცოცხლეს წირავთ. თქვენ ისინი ხართ, ვინ არემონტებს სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, როდესაც მტერი მის დანგრევას ცდილობს. თქვენ კვლავაც რისკავთ საკუთარი სიცოცხლით.

თქვენ ისინი ხართ, ვინც ჩვენს უსაფრთხოებაზე ღელავს და რკინის „ზღარბებს“ ამზადებს, რათა დაიცვათ უკრაინის ქალაქები.

მიუხედავად იმისა, რომ ვერასდროს ვერ ვიპოვით საკმარის სამადლობელ სიტყვას, ჩვენ მადლობლები ვართ თქვენი საქმისადმი თავდადებისთვის. მადლობა, რომ ჩვენი რკინიგზა სოსოცხლისკენ გზა გახდა! გპირდებით, მატარებლებით უფრო ხშირად ვივლით, როდესაც გავიმარჯვებთ.“ – წერენ უკრაინელები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები