როდის გამოჩნდა რუსეთში პირველი McDonald’s – ისტორია, რომელიც 2022 წელს, მინიმუმ, დროებით შეჩერდება

www.rarehistoricalphotos.com

McDonald’s-ი რუსეთში მოქმედ ყველა რესტორანს დროებით დახურავს. აღსანიშნავია, რომ ამის მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრა გახდა. ასე რომ, ისტორია, რომელიც მოსკოვში 1990 წლის 31 იანვარს დაიწყო, 2022 წლის მარტში, მინიმუმ, დროებით შეჩერდება.


ისტორია

1990 წლის 31 იანვარს მოსკოვში პირველი საბჭოთა მაკდონალდსი გაიხსნა.

ეს იყო ყველაზე დიდი McDonald’s მსოფლიოში – 900 დასაჯდომი ადგილითა და 600 თანამშრომლით, რომლებიც შერჩეულნი იყვნენ 35 000 კანდიდატიდან. ცნობილია, რომ რესტორანი პირველ დღეს 1 000 კაცს ელოდებოდა. ქვეყანაში, სადაც საშუალო ხელფასი 150 რუბლი იყო, Big Mak 3,75 რუბლად იყიდებოდა, მაგრამ ამ ყოველივემ ხელი არ შეუშალა ხალხს სწრაფი კვების ობიექტის საკვების დაგემოვნებაში. პუშკინის მოედანზე, ობიექტის გახსნამდე, 5 000-ზე მეტი საბჭოთა მოქალაქე ჩამწკრივდა. დღის განმავლობაში, ახლად გახსნილმა რესტორანმა 30 000 მომხმარებელი გაისტუმრა.

მოვიდა ზაფხული. რიგი იზრდებოდა. ხალხი, ერთი ჰამბურგერისთვის, სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოდიოდა.

“დაახლოებით, რვა საათი ვიდექით მზის ქვეშ. ეს არ იყო დიდი პრობლემა, რადგან ჩვენ მიჩვეულები ვიყავით შაქრისა და ჩაის რიგში დღეების განმავლობაში ყოფნას” – იხსენებს ფოტოგრაფი მიტია კუსელევიჩი.

„გაოგნებულნი ვიყავით მოლარეების რაოდენობით. ისინი, როგორც ფუტკრები, ისე მოძრაობდნენ, მოჰქონდათ ხან ერთი შეკვეთა, ხან- მეორე. ისინი არ ჰგავდნენ ჩვენს მსუქან, მოხუც გამყიდველებს თეთრ ხალათებში, ცარიელი თაროების წინ რომ სხედან და მტვრიან კონსერვს ყიდიან.“

„დღემდე მახსოვს, როგორი უზარმაზარი იყო რძის კოქტეილი. არ ვიცოდი, თუ როგორ უნდა დამეჭირა ბიგ მაკი ჩემი პაწაწინა ხელებით.“

„ყველაფერი ისეთი გემრიელი იყო… ვჭამდი, ვსვამდი, ვღეჭავდი, თითქოს, ბოლო საჭმელი იყო დედამიწაზე. დაახლოებით, 10 წუთის და 5 000 კალორიის მერე ჩემმა სხეულმა გამაფრთხილა, რომ ამდენი ცხიმის გადამუშავება ვერ მოახერხა და უკვე დრო იყო, შემემოწმებინა, თუ როგორ გამოიყურება ამერიკული ტუალეტი. მე მარტო არ ვიყავი: ტუალეტების რიგები, განსაკუთრებით კი, ქალების,  თითქმის, ისეთივე იყო, როგორიც შემოსასვლელ კართან.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები