ოთარ გრიგოლია – „როგორც მოსახლეობას შევპირდით, ბარათაშვილის ქუჩაზე უნებართვო შენობის დემონტაჟის პროცესი დაიწყო”

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ გრიგოლია ბარათაშვილის ქუჩაზე უნებართვო შენობის დემონტაჟის პროცესს გამოეხმაურა.

როგორც გრიგოლიამ განმარტა, აღნიშნული მშენებლობის ნებართვა 2009 წელს გაიცა და კომპანიამ მშენებლობა 2019 წელს განაახლა. მისივე თქმით, პროექტი აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო განაშენიანების სისტემიდან. შესაბამისად, მერია მოლაპარაკებებს აწარმოებდა კომპანიასთან, რომელიც თანახმა იყო, დაეთმო სართული და იმ ისტორიული იერსახის კონტექსტში მოეყვანა, რომელიც თბილისის განაშენიანებისთვისაა დამახასიათებელი. „თბილისის მერი პირველი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ფორმით მშენებლობის გაგრძელება ვერ მოხდებოდა. შესაბამისად, კომპანიასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. მიუხედავად ამისა, ოპოზიციას გეზი დესტრუქციისკენ აქვს აღებული. როგორც თბილისის მერი, კახი კალაძე არაერთგზის დაჰპირდა თბილისის მოსახლეობას დაიწყო ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ისტორიული გალავნის დემონტაჟი. მოსახლეობა ხედავს, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქალაქი და როგორ მუშაობს მერია დედაქალაქის იერსახის, არსებული განაშენიანების სისტემის და სტრუქტურის შესანარჩუნებლად’’, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ. მან ასევე აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზედა სართულის დემონტაჟის სამუშაოები, რომელიც შეთანხმების გარეშე განხორციელდა.

,,დემონტაჟის სამუშაოებს ორი კვირა დასჭირდება და პროექტი შეთანხმებისამებრ განხორციელდება’’, – აღნიშნა საკრებულოს წევრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები