ომის შედეგები – რეპორტაჟი კიევიდან 

კიევის გარეუბნიდან ცენტრამდე გზა დღესაც ერთ საათს მოითხოვს, მაგრამ თუკი ადრე ეს დრო საცობებში დგომისთვის იყო საჭირო, ახლა დრო ბლოკპოსტებზე რიგებსა და ნანგრევების დათვალიერებაში იკარგება. ეს რეპორტაჟი უკრაინელმა ჟურნალისტმა, დიმიტრი რიასნიმ მოამზადა, ფოტოები კი ნატალი კრავჩუკს ეკუთვნის.

„ეს რეპორტაჟი სრულიად სპონტანურად შეიქმნა. რამდენიმე დღით ადრე გამგზავრებამდე, ადგილობრივ ტერიტორიულ თავდაცვაში გავიცანი ფოტოგრაფი ნატალი კრავჩუკი. მას კიევი უნდა ენახა, სადაც ბოლოს ომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე იყო ჩამოსული. მე მომიწია დეფიციტური ტვირთის გადაზიდვა ერთ-ერთი ბიზნესმენისთვის, რომლის წყალობითაც ბიჭებს თავდაცვაში ახალი ჯავშანჟილეტები და ფული ექნებათ ბლოკპოსტების ხარისხიანად მოსაწყობად.

ლობანოვსკის პროსპექტზე დამტვრეულ აგურებსა და არმატურებს შორის წიგნები, ბავშვების ნახატები და ფოტოები ყრია.

გზად პოლიციის დამწვარი ავტომობილი შეგვხვდა. ის რაკეტის ნამსხვრევებისგან განადგურდა, რომელიც ცოტა ხნის წინ ამ რაიონში ჩამოაგდეს ჩვენმა სამხედროებმა.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები