ფოტოგრაფის თვალით დანახული პირადი ტრაგედიები – ევაკუაცია ირპენიდან
უკვე მეთოთხმეტე დღეა, რაც პუტინის მიერ გამოცხადებული ომი მიმდინარეობს უკრაინაში. ამ დროის განმავლობაში, თავდასხმის ქვეშ მოყვა არა მხოლოდ სამხედრო სტრატეგიული ობიექტები, არამედ – მშვიდობიანი უკრაინული ქალაქები, მათ შორის, ირპენიც. საარტილერიო და საავიაციო დარტყმებმა მნიშვნელოვნად დააზიანა ეს ქალაქი.
ამ ფოტოებში წარმოდგენილია უკრაინული და უცხოური მედიის მიერ შეგროვებული, ევაკუირებული ხალხის პირადი ტრაგედიები.