ადამიანი თუ ლეგენდა – „კიევის აჩრდილი“, რომელმაც 20-ზე მეტი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო

რუსული ჯარის უკრაინაში შეჭრის მომენტიდან კიევში უმაღლესი ოსტატობის მფრინავი გამოჩნდა. მან ათობით რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო. მფრინავის ნამდვილი სახელი, ჯერჯერობით, არ არის ცნობილი.

2022 წლის 1-ელ მარტს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „კიევის აჩრდილი“ ჩამოაგდეს და ის დაიღუპა, მაგრამ ეს ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, თვითმფრინავი მართლაც დაზიანდა, მაგრამ მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო. ასე რომ, მას სხვა თვითმფრინავი მისცეს და „კიევის აჩრდილი“ კვლავ დაუბრუნდა უკრაინის ცას.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 30 საათში „კიევის აჩრდილმა“ ოკუპანტის 6 თვითმფრინავი გაანადგურა.

Does the "Ghost of Kyiv" really exist? Purported videos of Ukrainian ace  pilot, who dowed 6 Russian jets goes viral, fact-checks emerge too

მიუხედავად ამისა, ბევრი ეჭვობს, რომ  „კიევის აჩრდილი“ სულაც არ არსებობდეს და ეს უკრაინელი ერის გამთლიანების მიზნით არის მოგონილი. პიტერ სინგერი, ამერიკელი პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერი და 21-ე საუკუნის ომის სპეციალისტი ამბობს, რომ „კიევის აჩრდილი“ ისეთი საიდუმლოებით არის მოცული, როგორც პირველი მსოფლიო ომის დროს „წითელი ბარონი“ – რომელთან ცაში შეხვედრის ყველა მფრინავს ეშინოდა.

„არ ვიცი, ეს მართლაც ასეა თუ არა, მაგრამ ის ცხადია, რომ უკრაინამ გაცილებით კარგი წინააღმდეგობა გაუწია რუსეთს ცაში, ვიდრე ისინი ამას ელოდნენ“, – ამბობს პიტერ სინგერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები