თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილმა 8 მარტი აფხაზეთის ომის ვეტერან ქალს მიულოცა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი სამხედრო ექიმს, აფხაზეთის ომის ვეტერანს ნაირა ურუშაძეს მიულოცა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ ნაირა ურუშაძე არის ომის ვეტერანი და მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა და იბრძოდე მისი თავისუფლებისთვის. „ნაირა ურუშაძეს ვულოცავ 8 მარტს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ადამიანები, როგორიც ქალბატონი ნაირაა გვახსოვდეს და ვაფასებდეთ, რადგან ისინი ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის, თავისუფლებისთვის და ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდნენ,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.