გლდანში, ფარსმან II ქველის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჯერად, ფარსმან II ქველის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად დაახლოებით, 7 400 კვადრატულ ფართობზე ასფალტის საფარი მოეწყობა. გამგეობის ბიუჯეტიდან აღნიშნული სამუშაოებისთვის დაახლოებით, 425 050 ლარი დაიხარჯება. აქამდე აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა.

პროექტის დასრულების შემდეგ კი, მათ ეს პრობლემა მოუგვარდებათ. მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები