„ნატო”-ს მეგობართა კლუბი შეიქმნა

ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკული კუთხე, 16-20 წლის ახალგაზრდებისთვის, პლატფორმასთან – „ახალგაზრდები ნატოში ინტეგრაციისთვის“ – ერთად ახალ პროექტს იწყებს სახელწოდებით,  – „ნატო-ს მეგობართა კლუბი – 2022 / NATO Friends Club – 2022”.

ეროვნული სასახლის ინფორმაციით, კლუბის ტრენინგების ძირითად ნაწილს პლატფორმა „ახალგაზრდები ნატოში ინტეგრაციისთვის“ დამფუძნებლები, ნაწილს კი ექსპერტები გაუძღვებიან.

“პროექტის ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებს აშშ-ის საელჩო საქართველოში და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.

პროექტი მიზნად ისახავს თბილისში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირებასა და ცნობიერების ზრდას ნატო-ს ისტორიის, სტრუქტურის, მისიების, ფუნქციების, შავი ზღვის უსაფრთხოების განზომილების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, ნატო-ს განვითარების პერსპექტივებისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.

შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკულ კუთხეში.
პროექტი აგრეთვე მოიცავს დებატების ტურნირსა და მინისტერიალის მოდელირებას, ასევე, ვიზიტებს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმსა და სახელმწიფო სტრუქტურებში. პროექტი განხორციელდება მარტი-ივნისის პერიოდში”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები