რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება აქტიურად მიმდინარეობს
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება აქტიურად მიმდინარეობს
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება აქტიურად მიმდინარეობს.
პროცესში აქტიურად არიან ჩართულები, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მერი, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
რეგიონის მუნიციპალიტეტების – ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის მერების, ასევე კერძო და სამოქალაქო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით, პირველადი მოხმარების ნივთებისა და საკვები პროდუქტების შეძენა განხორციელდა.
“საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს აქტიურად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების პროცესი, ჩვენი მეგობარი, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. პროცესში ჩართულია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტი, ასევე რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. ამჟამად მიმდინარეობს დატვირთვის პროცესი. შეგროვდა, საერთო ჯამში, დაახლოებით 4 ტონამდე ტვირთი. სხვადასხვა სახის დასახელების სასურსათო საქონელი, ჰიგიენური საშუალებები, რომელიც უახლოეს მომავალში გაიგზავნება უკრაინაში”,- აცხადებს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე.
ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.