როგორ ცხოვრობს უკრაინა დღეს – კიეველი ახალგაზრდა ადგილობრივების ყოფაზე საუბრობს

18 წლის ალექსანდრა ოპანასენკო კიევში ცხოვრობს. 26-დან 28 თებერვლამდე დედაქალაქში  ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა და, უსაფრთხოების მიზნით, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა აეკრძალათ. ალექსანდრა 28 თებერვლის მოვლენებს იხსენებს.

«Я тоже провел несколько ночей в метро»: как живут сейчас в Украине„დილით, 28 თებერვალს  შეზღუდვა მოიხსნა. ადამიანები მაშინვე მაღაზიაში წავიდნენ, ამიტომ, უზარმაზარი რიგები შეიქმნა, მაგრამ მაღაზიებში პური, რძის პროდუქტები და ხორცი მაინც ყველასათვის საკმარისი იყო. ელექტროენერგიის და წყლის გათიშვაზე არავინ საუბრობდა. ძალიან ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩვენ აქ შიშვლები ვზივართ, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ გვაქვს გათბობა, შუქი და ტელევიზიაც შეფერხების გარეშე მუშაობს.

ახლა უკრაინის რამდენიმე ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. იქ გამუდმებით ისვრიან, ადგილობრივების ევაკუაცია შეუძლებელია, საკვების შეტანა შეფერხებით ხდება, წყალი და პირველადი საჭიროების ნივთებიც მიუწვდომელია.

ყველა ქალაქში ტერორისტებისგან თავდაცვის დანაყოფებია შექმნილი. დანაყოფების წევრები ადგილობრივები არიან, რომლებიც საკუთარი ნებით ჩაერთვნენ ამ პროცესში. მათ დაურიგეს იარაღი, მაგრამ ისინი არ დადიან ქუჩაში და მაროდიორობით არ არიან დაკავებული. მათი ძირითადი ამოცანა დივერსანტების მოძებნა და პოლიციისთვის ჩაბარებაა. დანაყოფები, ასევე, ანადგურებენ ოკუპანტების მიერ დატოვებულ ნიშნებს სტრატეგიული დანიშნულების ადგილებში.

მოსახლეობა საბრძოლო განწყობაზეა. არავის მოსწონს ის, რაც ახლა ხდება. ყველა განრისხებულია. ჩვენს მიწაზე სხვა ვერ მოვა, ეს არ არის „მშვიდობიანი მისია“. ადამიანები ტანკებს უვარდებიან, რათა გააჩერონ ისინი, უღვრიან საწვავს, იპარავენ მათ ან წვავენ,“ – ამბობს ახალგაზრდა.

ალექსანდრა ომის დაწყებიდან დღემდე გარეთ მხოლოდ თავისი ძაღლის გასასეირნებლად გამოდის. მისი თქმით, იქ ახლა სიმშვიდეა, თუმცა, ორიოდე დღის წინ მისი სახლის გვერდით მდებარე შენობას ნაღმი მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები