6 000 ყალბი თურქული ლირის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქეები დააკავეს
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქეები – ფათიჰ სანჯაქთუთანი და აიჰან ფეჰლივანი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა – ფათიჰ სანჯაქთუთანმა და აიჰან ფეჰლივანმა ერთ- ერთ მოქალაქეზე 6 000 ყალბი თურქული ლირა გაასაღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.