მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთში COSAC-ის პლენარულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
3-5 მარტს პარიზში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სხდომაზე საფრანგეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ევროპაში პრიორიტეტულ საკითხებსა და ევროპის მომავალზე იმსჯელებენ.
“საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დაგეგმილ სხდომაში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტები მონაწილეობენ. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის და საპრეზიდენტო ტრიოს (სლოვენია, საფრანგეთი, ჩეხეთი) სპეციალური მოწვევით მიიღებს მონაწილეობას.
COSAC-ი 1989 წელს ევროკავშირის ხელშეკრულებებით დაფუძნდა, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტებს და ევროპარლამენტს აერთიანებს. COSAC-ს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პარლამენტი (ამჟამად, საფრანგეთი) და საპრეზიდენტო ტრიო თავმჯდომარეობს. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2014 წლიდან COSAC-ის სხდომებში რეგულარულად მონაწილეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.