გრაფიტი, სტიკერები და ბროშურები – რუსეთში პროტესტის გამოხატვა აიკრძალა, მაგრამ ხალხმა გამოსავალი მაინც იპოვა

რუსეთში მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ომის წინააღმდეგ გრძელდება, მიუხედავად ფაქტობრივი აკრძალვისა. 24 თებერვლიდან დღემდე, დაახლოებით, 7 ათასი ადამიანია დაკავებული, დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციიდან, დამთავრებული ერთკაციანი პიკეტირებით. მათ მრავალათასიანი ჯარიმებითა და ნასამართლეობით ემუქრებიან, მაგრამ რუსეთის მოქალაქეები აგრძელებენ სხვადასხვა ფორმით პროტესტის გამოხატვას ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ.

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის სხვადასხვა ქალაქის ბოძებზე, სადარბაზოებსა, მიწისქვეშა გადასასვლელებში გამოჩნდა საპროტესტო სტიკერები, წარწერები, ბროშურები და გრაფიტი. მათ მალე ანადგურებენ, ზემოდან საღებავს უსვამენ, ფურცლებს ხევენ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მაინც „პოსტზეა“ რამდენიმე დღით ან, თუნდაც, ერთი საათით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები